ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Article 32^4. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან
1. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან მოიცავს: ა) ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) მოქალაქეთა მიღებას; გ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლას; დ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ე) გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებას; ვ) ამომრჩევლებთან შეხვედრას სამ თვეში ერთხელ მაინც.
2. საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ინიციირების წესით საკრებულოში: ა) შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს სამართლებრივი აქტის შესახებ; გ) წარადგინოს წინადადება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
3. საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ინიციირების წესით საკრებულოს სხდომაზე შეტანილი საკითხები.
