ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 97. მიზნობრივი ტრანსფერი
1. მიზნობრივი ტრანსფერი გადაეცემა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსური უზრუნველყოფისათვის.
2. მიზნობრივი ტრანსფერი შეიძლება გადაეცეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს.
