Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.
3.სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცედურით.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.
These lawyers work in the legal area related to this article.