Closest in meaning — including in other laws
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეიძლება დადგინდეს გასაუბრების პროცედურა, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტესტირების გავლის აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია პირის სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთან.
3.რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ქართული ენის ცოდნას.
4.თუ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ანალიზისას, ან ამ მუხლის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების გავლისას გამოვლინდა პირის მიერ არასწორი ინფორმაციის შეგნებულად წარდგენის ფაქტი, აღნიშნული პირის განაცხადი აღარ განიხილება.
5.რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა განაცხადების განხილვასთან დაკავშირებით ამ კანონით განსაზღვრულ პროცედურებზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.