1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება არსებითად განიხილება: ა) ჩვეულებრივი წესით; ბ) დაჩქარებული წესით; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესით.
3.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არსებითად განხილვა იწყება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადება გაივლის ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის ეტაპს.
4.უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული პროცედურა გრძელდება ამავე კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.
5.ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მასთან ანკეტირების ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით.
These lawyers work in the legal area related to this article.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი