1.რეპატრიანტის სტატუსი რეპატრიანტს აძლევს უფლებას, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2.რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში რეპატრიანტმა საქართველოში გამომგზავრებამდე 1 თვით ადრე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ფორმის , ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი.
3.(ამოღებულია – 01.12.2009, №2204). საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2204 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.311 საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2321 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
