1.საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 აპრილამდე მიიღოს დადგენილება „ სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“, რომელიც გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას. აღნიშნული დადგენილების პროექტის მომზადება უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.
