1.თავდაპირველი საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მის კანო ნიერ მფლობელს, თუ ქონება: ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია; ბ) არაკეთილსინდისიერი მფლობელის ხელშია.
1.თავდაპირველი საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მის კანო ნიერ მფლობელს, თუ ქონება: ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია; ბ) არაკეთილსინდისიერი მფლობელის ხელშია.
Closest in meaning — including in other laws
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.თუ თავდაპირველ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერი მფლობელი, ეს ქონება შეიძლება დაუბრუნდეს თავდაპირველ მცხოვრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს გადაეცემა ადე კვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება ან, მისი სურვილის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია.
3.უძრავი ქონების განადგურების, დანგრევის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში თავდაპირველ მცხოვრებს უნდა გადაეცეს შესაბამისი ღირებულების სხვა ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება.
4.თავდაპირველ მცხოვრებს ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების სახით უნდა გადაეცეს ქონების გადაცემის მომენტისათვის იმავე საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონება იმ ადგილას, სადაც განთავსებული იყო ჩამორთმეული ან მიტაცებული უძრავი ქონება. თავდაპირველი მცხოვრების თანხმობით შესაძლებელია სხვა ტიპის უძრავი ქონების გადაცემა.
5.თუ უძრავი ქონება საჭიროებს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, უნდა ანაზღაურდეს ასეთი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება.
6.კომისიის გადაწყვეტილებით ფულადი კომპენსაციის გადახდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პირისათვის თავდაპირველი საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დაბრუნება ან ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების გადაცემა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6958 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
The amendments this article has been through
The condition for immediate return of original housing if it is in state/municipal ownership has been clarified.
amending act №4913724Describe your situation — we'll help you find the right specialist.