Article 10. მინდობით აღზრდის ანაზღაურება
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა მინდობით აღმზრდელს მინდობით აღსაზრდელის მოსავლელად და აღსაზრდელად.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №747 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
