1.ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: ა) მიმღები ოჯახის ინიციატივით, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი (ავადმყოფობა, ოჯახური ან მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, მინდობით აღსაზრდელსა და მიმღები ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი); ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით, თუ მიმღებ ოჯახში შექმნილია მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვისა და მისი აღზრდისათვის საზიანო პირობები და გარემო; გ) ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში; დ) მინდობით აღსაზრდელის შვილად აყვანის შემთხვევაში; ე) თუ მინდობით აღსაზრდელი გ ახდა სრულწლოვანი; ვ) თუ მინდობით აღსაზრდელი დაქორწინდა; ზ) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში; თ) ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Article 33. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 4 May 2017
