Article 17. სააგენტოს კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) (ამოღებულია - 09.06.2021, №608) ; ბ) (ამოღებულია - 09.06.2021, №608) ; გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას; დ) აწარმოებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა ერთიან რეესტრს; ე) უზრუნველყოფს შესაბამისი ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას; ე 1 ) უფლებამოსილია მიმოწერისას და თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მართვის ავტომატიზებული საშუალებები და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე; ვ) (ამოღებულია); ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №663 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №608 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
