Article 18. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციები და უფლება-მოვალეობანი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შეფასების სისტემაში; ბ) უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით; გ) აწარმოებენ თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაციას; დ) უზრუნველყოფენ რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
