1.საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.
2.საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.
3.საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 21 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.არავის არ შეიძლება შეეზღუდოს მოქალაქეობის შეცვლის უფლება, გარდა ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.
