საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5141 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №2481 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
Article 30. (ამოღებულია)
Compare versions
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5141 № 5141 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი №2481№ 2481 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021წ. მუხლი 30 1 . აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება. 2. დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის ორგანული კანონი № 2481 – ვებგვერდი, 21.06.2018წ.
