„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Article 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი თანხებს განკარგავს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გადაუდებელი აუცილებლობისას უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შემცირება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის 5%-ს.
4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
