„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Article 34. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი: ა) მართავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში; ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესსა და ბიუჯეტს; გ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საშტატო განრიგს; დ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეწყვიტოს მათთან შრომითი ურთიერთობა; ე) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ ვადაში სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს დაწესებულების საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ; ვ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებთან დაკავშირებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; ზ) წარმართავს და ზედამხედველობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესსა და სასწავლო პრაქტიკას; ზ 1 ) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს აწვდის ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და პროფესიული დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი არ შეიძლება იყოს 65 წელს მიღწეული პირი. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №774 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
