ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Article 28^2. ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა/მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებში (სერვისებში) მონიტორინგის/შეფასების წესისა და პირობების დადგენა, აგრეთვე შეფასების სტანდარტიზებული კითხვარის დამტკიცება.
