Article 14. საბაჟო პროცედურების განხორციელების ენა
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. საბაჟო პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს ან/და საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტები შეიძლება შედგენილ იქნეს სხვა ენაზედაც.
3. თუ დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, და გაუგებარია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს მოითხოვოს ამ დოკუმენტების ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
