Article 15. დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად დეკლარანტმა ან/და ამ კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ორგანოში საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა და საბაჟო ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისათვის საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად სათანადო დახმარების გაწევა.
2. საბაჟო კონტროლის ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
