Article 239. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა, – იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10 000 ლარით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
