საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 279. საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობა
1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
3. საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
4. (ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
5. (ამოღებულია - 28.06.2019, №4906). საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420 6 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. მუხლი 279 1 . მულტინაციონალური საწარმოს მიერ ანგარიშგების წარდგენის ვადის დარღვევა ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის 70 1 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის დადგენილი ვადის დარღვევა ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენა, − იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. მუხლი 279 2 . ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა 1. ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველი დაგვიანებული დღისთვის 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.
