Article 56. საბაჟო ორგანოს მოქმედებები დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დაუსრულებლობის შემთხვევაში
1. თუ ამ კოდექსის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში ვალდებულმა პირმა არ განახორციელა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე მუხლის დებულებები.
2. საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოს მოთხოვნით უზრუნველყოს საქონლის მიტანა მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
3. საქონლის დროებითი დასაწყობების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი XI საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
