1.ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიება (მათ შორის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, რეალიზაცია, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება ან უსასყიდლოდ გადაცემა) განხორციელდება იმ საქონლის მიმართ: ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში განხორციელება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა) ან არ იქნა გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელები ან/და არ იქნა წარდგენილი საგარანტიო უზრუნველყოფა; ბ) რომლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია; გ) რომელიც გაშვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში დატოვება გარკვეული ვადით.
