ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
Article 38^1. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემის გარდამავალი რეგულირება
I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქი არ საჭიროებს ამ კანონის 24-ე მუხლის 46-ე პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ხელახალი ნებართვის აღებას. შესაბამისი ნებართვის გამცემი ვალდებულია, I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვის მქონე აფთიაქის მიმართვის შემთხვევაში უფასოდ უზრუნველყოს სანებართვო ფორმის შეცვლა სათანადო ნებართვით. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1589 - სსმ I, №26, 27.08.2009 წ., მუხ.152
