წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ
Article 17^1. ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა და განადგურება
ფარმაცევტული პროდუქტი ექვემდებარება ჩამორთმევას სააგენტოს მიერ და განადგურებას პროდუქტის მესაკუთრის ხარჯით სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ან აღიარებული გზამკვლევების ( გაიდლაინების ) საფუძველზე , თუ : ა ) იგი საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონეა , ფალსიფიცირებულია , წუნდებულია , გაუვარგისებულია , ვადაგასულია ; ბ ) ცნობილი გახდა , რომ წარმოების ეტაპზე დაშვებული გაუთვალისწინებელი შეცდომის შედეგად იგი არასწორადაა მარკირებული ან / და შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას . საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149 თავი VII. (ამოღებულია) საქართველოს 2001 წლის 18 დეკემბრის კანონი №1191 – სსმ I, №36, 31.12.2001წ., მუხ.140 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149
