1.ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2.ამ კანონით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვას, როგორც წესი, გასცემენ სახელმწიფოს ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებები. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი სამთავრობო დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქმიანობის ან ქმედების სფეროებსა და სახეებში ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცეს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს.
