ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
For information only — not legal advice.
1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრის ასლი.
4. (ამოღებულია - 21.04.2017, № 643).
5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №643 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. კარი II. ლიცენზიის გაცემა თავი II. ლიცენზიის სახეები
Closest in meaning — including in other laws
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ