ა) „ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N1); ბ) „სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N2); გ) „თევზჭერის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N3); დ) „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის წარმოდგენის წესი და ვადები“ (დანართი N4).
