„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
Article 4. მოსაკრებლის ობიექტი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: ა) სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა); ბ) ტყის რესურსების მოცულობა/რაოდენობა; გ) ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული სახეობების რაოდენობა; დ) წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა); ე) ცხოველთა სამყაროს რესურსების მოცულობა (რაოდენობა) . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4225 - სსმ I, №5, 15.01.2007 წ., მუხ.64 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5950 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1102 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
