Article 13. რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა
ინსპექტირების განმახორციელებელ პირს უფლება აქვს თან იქონიოს შემდეგი აღჭურვილობა ან მასალები: ა) კავშირგაბმულობის საშუალებები; ბ) პორტატიული პერსონალური კომპიუტერი; გ) შესაბამისი სქემები, რუკები, პარამეტრების ჩამონათვალი ან სხვა დოკუმენტები; დ) რეგულირების ობიექტის საქმიანობის შესახებ ანგარიშები და სხვა მონაცემები; ე) ლაბორატორიული სინჯის ასაღები და გამზომი ხელსაწყოები; ვ) ფოტო და ვიდეოკამერა; ზ) ასევე ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა ან მასალები, რომლებიც სჭირდება მას ინსპექტირების სრულყოფილად განხორციელებისათვის.
