Article 10. ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა
1. ინსპექტირება დაწყებულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა რეგულირების ობიექტს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, კერძოდ: ა) რეგულირების ობიექტის დათვალიერებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა; ბ) რეგულირების ობიექტის შემოწმებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ; გ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაგეგმური შემოწმებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე რეგულირების ობიექტს წარუდგენს მხოლოდ სამსახურებრივ პირადობის მოწმობას.
2. რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლოა გამოცემულ იქნეს წერილობით ან ზეპირად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
