1.ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ: ა) ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელმა ორგანოებმა – კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
