„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.
2. პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VII. პენსიიდან თანხის დაკავება
