ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აისვაინი – ღვინო, რომელიც მიიღება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნის გამოწურვით მიღებული ყურძნის ტკბილის არასრული დადუღებით; ბ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ღვინოში მცენარის/მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, სხვა ბუნებრივი არომატიზატორის, ეთილის სპირტის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და შაქრის შერევით; გ) ბრენდი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება არანაკლებ ექვსთვიანი დავარგების ღვინის დისტილატისგან; დ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინო, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, ბუნებრივად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილის ან დურდოს არასრული დადუღებით; ე) ბუნებრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20 0 C ტემპერატურაზე გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე); ვ) გადამწიფებული ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება გადამწიფებული ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 15%-ს აღემატება, ხოლო ფაქტობრივი სპირტშემცველობა 12%-ზე ნაკლები არ არის; ზ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია (ყურძენი მოყვანილი და გადამუშავებულია, ღვინო დამზადებულია) ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში, მევენახეობის მიკროზონაში ან მათ გაერთიანებულ ნაწილში (შემდგომ – გეოგრაფიული ადგილი), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომლის საწარმოებლად გამოიყენება მხოლოდ აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მოყვანილი ყურძენი, რომელსაც მინიჭებული აქვს იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; თ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში ან მევენახეობის მიკროზონაში, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; ი) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; კ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; ლ) დისტილატის დავარგება – მუხის კასრში ან მუხის მერქანთან შეხებით ღვინის დისტილატის ან ჭაჭის დისტილატის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი; მ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ; მ 1 ) დეალკოჰოლიზაცია − ღვინისთვის ალკოჰოლის ნაწილობრივ მოცილება ვაკუუმში აორთქლებით, დისტილაციით ან/და მემბრანული ტექნიკის გამოყენებით; მ 2 ) დეალკოჰოლიზებული ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციით და რომლის სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა; ნ) ეტიკეტი – საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია, გრაფიკული გამოსახულება, რომელიც სამომხმარებლო ტარაზე არის მიკრული, დაბეჭდილი, ამოტვიფრული ან სხვაგვარად დამაგრებული; ო) ვაზის გენეტიკური რესურსები – ვაზის ადგილობრივი ჯიშები, ვაზის ინტროდუცირებული ჯიშები და ვაზის ველური ფორმები; პ) ვაზის რქა – ვაზის ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად; ჟ) ვ ენახი – მიწის ნაკვეთი ვაზის ნარგაობით; ჟ 1 ) ვენახების ერთიანი კადასტრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი ვენახებისა და მევენახეების შესახებ მონაცემთა ბაზა; ჟ 2 ) თანხმობა ვენახის გაშენებაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს აძლევს სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლებას; რ) ვ იტის ვინიფერა (Vitis vinifera) – ვაზისებრთა ოჯახის (Vitaceae) ვაზის გვარში (Vitis) შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროაზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს (Vitis vinifera L. Ssp sativa DC) და ველურ ვაზს (Vitis vinifera L. Ssp silvestris (Gmelin) Hegi); ს) ინსპექტირება – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დასადგენად; ტ) კლონური სელექცია – ვაზის ჯიშის გენეტიკური გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა, როდესაც ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოშობილი ვაზის სახესხვაობები სპეციალური ნიშნების მიხედვით შეირჩევა; უ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ნაწილობრივი დეჰიდრატაციით შაქრის კონცენტრაცია არანაკლებ 58,2%-მდეა გაზრდილი, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ფ) ლიქიორული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 24%-მდეა; ქ) ლოტი – ღვინის კომპანიის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იმავე ტიპის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია; ღ) ლოტის ნომერი – უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; ყ) მადუღარი ტკბილი – ყურძნის ტკბილი, რომელშიც დაწყებულია ალკოჰოლური დუღილი და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს აღემატება; შ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც დუღილი დამთავრებული არ არის; ჩ) მევენახეობის ზონა – საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სადაც ვაზის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია; ც) მევენახეობის მიკროზონა – მევენახეობის ქვეზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის სხვა მიკროზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება; ძ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება; წ) მისტელი – პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა; ჭ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო – ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 20 0 C ტემპერატურაზე 1 ბარზე მეტია და 2,5 ბარზე ნაკლებია; ხ) მცირე ზომის მარანი – ღვინის საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 25 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება; ჯ) მხედველობის ერთი არე – დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმელის ჭურჭლის ან/და შეფუთვის ზედაპირის ნაწილი (გარდა ძირისა), რომლის დანახვა შესაძლებელია ჭურჭლის ან/და შეფუთვის შემობრუნების გარეშე; ჰ) ნამყენი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია საძირეზე სანამყენე კვირტის დამყნობისა და დაფესვიანების შედეგად და ვენახის გასაშენებლად გამოიყენება; ჰ 1 ) ნებადართული ვაზის ჯიში – საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოსაყენებლად ნებადართული ვაზის ჯიში; ჰ 2 ) ნეიტრალური სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიიღება ყურძნისეული ან სხვა წარმოშობის ნედლეულის გამოხდით და რომლის სპირტშემცველობა 95%-ს აღემატება; ჰ 3 ) პოტენციური სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20 0 C ტემპერატურაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას პროდუქტში არსებული შაქრის მთლიანად დადუღებით; ჰ 4 ) რეკომენდებული ვაზის ჯიში – საქართველოში მევენახეობის თითოეული ზონისათვის და მევენახეობის თითოეული ქვეზონისათვის აპრობირებული ვაზის ჯიში, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია მაღალხარისხოვანი პროდუქციის საწარმოებლად; ჰ 5 ) რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც მჟავიანობა და სხვა ნივთიერებების შემცველობა შემცირებულია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ოპერაციების და ნივთიერებების გამოყენებით და რომელშიც შაქრის კონცენტრაცია 82%-ზე ნაკლები არ არის, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ჰ 6 ) საბაზისო მასალა – კლონური სელექციით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომლის ჯიშური სიწმინდისა და სანიტარიული სისუფთავისთვის პასუხისმგებელია მასალის სელექციონერი-მწარმოებელი; ჰ 7 ) სადესერტო ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის სპირტშემცველობა 12%-დან 17%-მდეა; ჰ 8 ) საერთო სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობისა და პოტენციური სპირტშემცველობის ჯამი; ჰ 9 ) საკუთარფესვიანი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია ვაზის ერთწლიანი რქის დაფესვიანებით; ჰ 10 ) სამეწარმეო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი ან სამყნობი მასალა ძირითადად სამეწარმეო მიზნით გამოიყენება; ჰ 11 ) სამომხმარებლო ტარა − ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი სამომხმარებლო ბაზარზე განსათავსებლად; ჰ 12 ) სამოყვარულო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება; ჰ 13 ) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის მისაღებად; ჰ 14 ) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო – ღვინო, რომლის ძირითადი თვისებები განპირობებულია ალკოჰოლური დუღილის შემდეგ მის ზედაპირზე განვითარებული საფუვრის აპკზე დავარგებით; ჰ 15 ) საქპატენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; ჰ 16 ) საძირე – ფილოქსერაგამძლე ვაზის რქა, რომელიც განკუთვნილია მყნობისთვის; ჰ 17 ) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის/ჯიშების ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის მისაღებად; ჰ 18 ) სახელმწიფო კონტროლი – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ 19 ) სახელმწიფო ზედამხედველობა – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ 20 ) ბუნებრივი ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე მოყვანილი ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით. ბუნებრივი ღვინის მისაღებად დაუშვებელია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა 50 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს; ჰ 21 ) სერტიფიცირება – პროცედურა, რომელიც ხორციელდება იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ 22 ) სერტიფიცირებული მასალა – საბაზისო მასალის გამრავლებით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომელშიც გარანტირებულია ვაზის იდენტურობა, ჯიშური სიწმინდე და სისუფთავე ძირითადი ვირუსებისა და დაავადებებისგან; ჰ 23 ) სპეციალური დანიშნულების ვენახი – ვენახი, რომელიც გაშენებულია სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, სადემონსტრაციო, საკოლექციო, სასელექციო ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით; ჰ 24 ) სპეციალური ღვინო – ღვინო, რომლის დასამზადებლად გამოყენებულია სპეციალური მეთოდები ან/და ტექნოლოგია, რაც ამ ღვინის გამორჩეულ თვისებებს განაპირობებს; ჰ 25 ) სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობა; ჰ 26 ) სტანდარტული მასალა – არასელექციური ან მასობრივი სელექციით მიღებული ვაზის სამყნობი მასალა/ვაზის სარგავი მასალა, რომელშიც დაცულია ვაზის იდენტურობა და ჯიშური სიწმინდე; ჰ 27 ) ფაქტობრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20 0 C ტემპერატურაზე; ჰ 28 ) ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია ქვევრში არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე; ჰ 29 ) ქიშმიში – მწიფე ყურძნის დეჰიდრატაციით მიღებული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება საკვებად და რომლის დაწურვა მეღვინეობის პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი მეთოდებით ან/და სპონტანური დადუღება შეუძლებელია; ჰ 30 ) ღვინის დისტილატი – ღვინის ფრაქციონირებული ან პირდაპირი გამოხდით მიღებული სპირტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ღვინის ნახადისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო; ჰ 31 ) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი), რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის, სპირტის ან/და ვაზის სამყნობი მასალის/ვაზის სარგავი მასალის წარმოებას ან/და რეალიზაციას; ჰ 32 ) ღვინო – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მიიღება მხოლოდ ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად; ჰ 33 ) ყურძენი – ვაზის მწიფე ნაყოფი; ჰ 34 ) ყურძნის ტკბილი – ყურძნის დაწურვით მიღებული თხევადი პროდუქტი; ჰ 35 ) ყურძნის წვენი – ყურძნის ტკბილისგან ან კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისგან მიღებული თხევადი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ჰ 36 ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (ალკოჰოლიანი სასმელი) − ღვინო, სპირტიანი სასმელი, ღვინისეული სასმელი; ჰ 37 ) ყურძნისეული წარმოშობის სპირტი (სპირტი) – ღვინის, ლექის, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით მიღებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტი; ჰ 38 ) ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი (სპირტიანი სასმელი) – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი: ბრენდი, ჭაჭის არაყი, მაგარი სასმელი; ჰ 39 ) შაქრიანობა – აღმდგენი შაქრების მასური კონცენტრაცია; ჰ 40 ) შემაგრებული ღვინო – ლიქიორული ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით; ჰ 41 ) შემჭკნარი ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება შემჭკნარი ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 16%-ს აღემატება, ხოლო სპირტშემცველობა 9%-ზე ნაკლები არ არის; ჰ 42 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1018); ჰ 43 ) შესაბამისობის სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს; ჰ 44 ) შეტყობინება – დადგენილი წესით ღვინის კომპანიის მიერ წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას; ჰ 45 ) შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 20 0 C ტემპერატურაზე 2,5 ბარზე ნაკლები არ არის; ჰ 46 ) ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის ან ღვინის პირველადი დუღილის ან ღვინის მეორეული დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 20 0 C ტემპერატურაზე 3 ბარზე ნაკლები არ არის; ჰ 47 ) წარმოების სპეციფიკაცია – საქპატენტში რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც აღწერს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ძირითად მახასიათებლებს, მათ შორის, ფიზიკურ, ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ თვისებებს, აგრეთვე პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისების ან რეპუტაციის გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივ გარემოსთან და ადამიანის ფაქტორთან კავშირს, წარმოების წესს და სხვა მახასიათებლებს; ჰ 48 ) წარმოშობის სერტიფიკატი – ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას; ჰ 49 ) ჭაჭის არაყი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება ჭაჭის დისტილატისგან და რომლის სპირტშემცველობა 40%-ზე ნაკლები არ არის; ჰ 50 ) ჭაჭის დისტილატი – გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს ფრაქციონირებული ან პირდაპირი გამოხდით მიღებული სპირტი, რომელიც გამოხდილია არაუმეტეს 86% სპირტშემცველობით და რომელსაც შენარჩუნებული აქვს ჭაჭის ნახადისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო. ჰ 51 ) ღვინისეული სასმელი − ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულობის არანაკლებ 50%-ს ღვინო შეადგენს და რომლის სპირტშემცველობა 3,5%-დან 14,5%-მდეა; [ ჰ 52 ) ნიშანდება – ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ალკოჰოლიანი სასმლისა და მისი სერტიფიცირების შესახებ) დატანა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან)] საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3160 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1399 – ვებგვერდი, 24.03.2026წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1643 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. თავი II 1 . საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117
Article 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
Red-line change· previous → current wording
Compare versions
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აისვაინი – ღვინო, რომელიც მიიღება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნის გამოწურვით მიღებული ყურძნის ტკბილის არასრული დადუღებით; ბ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ღვინოში მცენარის/მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, სხვა ბუნებრივი არომატიზატორის, ეთილის სპირტის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და შაქრის შერევით; გ) ბრენდი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება არანაკლებ ექვსთვიანი დავარგების ღვინის დისტილატისგან; დ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინო, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, ბუნებრივად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილის ან დურდოს არასრული დადუღებით; ე) ბუნებრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20 0 C ტემპერატურაზე გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე); ვ) გადამწიფებული ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება გადამწიფებული ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 15%-ს აღემატება, ხოლო ფაქტობრივი სპირტშემცველობა 12%-ზე ნაკლები არ არის; ზ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია (ყურძენი მოყვანილი და გადამუშავებულია, ღვინო დამზადებულია) ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში, მევენახეობის მიკროზონაში ან მათ გაერთიანებულ ნაწილში (შემდგომ – გეოგრაფიული ადგილი), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომლის საწარმოებლად გამოიყენება მხოლოდ აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მოყვანილი ყურძენი, რომელსაც მინიჭებული აქვს იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; თ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში ან მევენახეობის მიკროზონაში, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; ი) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; კ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში; ლ) დისტილატის დავარგება – მუხის კასრში ან მუხის მერქანთან შეხებით ღვინის დისტილატის ან ჭაჭის დისტილატის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი; მ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ; მ 1 ) დეალკოჰოლიზაცია − ღვინისთვის ალკოჰოლის ნაწილობრივ მოცილება ვაკუუმში აორთქლებით, დისტილაციით ან/და მემბრანული ტექნიკის გამოყენებით; მ 2 ) დეალკოჰოლიზებული ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციით და რომლის სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა; ნ) ეტიკეტი – ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, დასახელება, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი, ილუსტრაცია, გრაფიკული გამოსახულება, სიმბოლო, რომელიც დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვაგვარადაა გამოსახული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ჭურჭელზე ან/და შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტზე; ო) ვაზის გენეტიკური რესურსები – ვაზის ადგილობრივი ჯიშები, ვაზის ინტროდუცირებული ჯიშები და ვაზის ველური ფორმები; პ) ვაზის რქა – ვაზის ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად; ჟ) ვ ენახივენახი – მიწის ნაკვეთი ვაზის ნარგაობით; ჟ 1 ) ვენახების ერთიანი კადასტრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი ვენახებისა და მევენახეების შესახებ მონაცემთა ბაზა; რ) ვ იტისვიტის ვინიფერა (Vitis vinifera) – ვაზისებრთა ოჯახის (Vitaceae) ვაზის გვარში (Vitis) შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროაზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს (Vitis vinifera L. Ssp sativa DC) და ველურ ვაზს (Vitis vinifera L. Ssp silvestris (Gmelin) Hegi); ს) ინსპექტირება – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დასადგენად; ტ) კლონური სელექცია – ვაზის ჯიშის გენეტიკური გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა, როდესაც ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოშობილი ვაზის სახესხვაობები სპეციალური ნიშნების მიხედვით შეირჩევა; უ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ნაწილობრივი დეჰიდრატაციით შაქრის კონცენტრაცია არანაკლებ 58,2%-მდეა გაზრდილი, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ფ) ლიქიორული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 24%-მდეა; ქ) ლოტი – ღვინის კომპანიის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იმავე ტიპის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია; ღ) ლოტის ნომერი – უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა; ყ) მადუღარი ტკბილი – ყურძნის ტკბილი, რომელშიც დაწყებულია ალკოჰოლური დუღილი და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს აღემატება; შ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც დუღილი დამთავრებული არ არის; ჩ) მევენახეობის ზონა – საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სადაც ვაზის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია; ც) მევენახეობის მიკროზონა – მევენახეობის ქვეზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის სხვა მიკროზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება; ძ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება; წ) მისტელი – პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა; ჭ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო – ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 20 0 C ტემპერატურაზე 1 ბარზე მეტია და 2,5 ბარზე ნაკლებია; ხ) მცირე ზომის მარანი – ღვინის საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება; ჯ) მხედველობის ერთი არე – დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმელის ჭურჭლის ან/და შეფუთვის ზედაპირის ნაწილი (გარდა ძირისა), რომლის დანახვა შესაძლებელია ჭურჭლის ან/და შეფუთვის შემობრუნების გარეშე; ჰ) ნამყენი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია საძირეზე სანამყენე კვირტის დამყნობისა და დაფესვიანების შედეგად და ვენახის გასაშენებლად გამოიყენება; ჰ 1 ) ნებადართული ვაზის ჯიში – საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოსაყენებლად ნებადართული ვაზის ჯიში; ჰ 2 ) ნეიტრალური სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიიღება ყურძნისეული ან სხვა წარმოშობის ნედლეულის გამოხდით და რომლის სპირტშემცველობა 95%-ს აღემატება; ჰ 3 ) პოტენციური სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20 0 C ტემპერატურაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას პროდუქტში არსებული შაქრის მთლიანად დადუღებით; ჰ 4 ) რეკომენდებული ვაზის ჯიში – საქართველოში მევენახეობის თითოეული ზონისათვის და მევენახეობის თითოეული ქვეზონისათვის აპრობირებული ვაზის ჯიში, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია მაღალხარისხოვანი პროდუქციის საწარმოებლად; ჰ 5 ) რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც მჟავიანობა და სხვა ნივთიერებების შემცველობა შემცირებულია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ოპერაციების და ნივთიერებების გამოყენებით და რომელშიც შაქრის კონცენტრაცია 82%-ზე ნაკლები არ არის, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ჰ 6 ) საბაზისო მასალა – კლონური სელექციით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომლის ჯიშური სიწმინდისა და სანიტარიული სისუფთავისთვის პასუხისმგებელია მასალის სელექციონერი-მწარმოებელი; ჰ 7 ) სადესერტო ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის სპირტშემცველობა 12%-დან 17%-მდეა; ჰ 8 ) საერთო სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობისა და პოტენციური სპირტშემცველობის ჯამი; ჰ 9 ) საკუთარფესვიანი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია ვაზის ერთწლიანი რქის დაფესვიანებით; ჰ 10 ) სამეწარმეო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი ან სამყნობი მასალა ძირითადად სამეწარმეო მიზნით გამოიყენება; ჰ 11 ) სამომხმარებლო ტარა – ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი მომხმარებლისთვის მისაწოდებლად; ჰ 12 ) სამოყვარულო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება; ჰ 13 ) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის მისაღებად; ჰ 14 ) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო – ღვინო, რომლის ძირითადი თვისებები განპირობებულია ალკოჰოლური დუღილის შემდეგ მის ზედაპირზე განვითარებული საფუვრის აპკზე დავარგებით; ჰ 15 ) საქპატენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“; ჰ 16 ) საძირე – ფილოქსერაგამძლე ვაზის რქა, რომელიც განკუთვნილია მყნობისთვის; ჰ 17 ) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის/ჯიშების ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის მისაღებად; ჰ 18 ) სახელმწიფო კონტროლი – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ 19 ) სახელმწიფო ზედამხედველობა – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ 20 ) სახლის ღვინო – ღვინო, რომელიც დამზადებულია მცირე ზომის მარანში; ჰ 21 ) სერტიფიცირება – პროცედურა, რომელიც ხორციელდება იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჰ 22 ) სერტიფიცირებული მასალა – საბაზისო მასალის გამრავლებით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომელშიც გარანტირებულია ვაზის იდენტურობა, ჯიშური სიწმინდე და სისუფთავე ძირითადი ვირუსებისა და დაავადებებისგან; ჰ 23 ) სპეციალური დანიშნულების ვენახი – ვენახი, რომელიც გაშენებულია სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, სადემონსტრაციო, საკოლექციო, სასელექციო ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით; ჰ 24 ) სპეციალური ღვინო – ღვინო, რომლის დასამზადებლად გამოყენებულია სპეციალური მეთოდები ან/და ტექნოლოგია, რაც ამ ღვინის გამორჩეულ თვისებებს განაპირობებს; ჰ 25 ) სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობა; ჰ 26 ) სტანდარტული მასალა – არასელექციური ან მასობრივი სელექციით მიღებული ვაზის სამყნობი მასალა/ვაზის სარგავი მასალა, რომელშიც დაცულია ვაზის იდენტურობა და ჯიშური სიწმინდე; ჰ 27 ) ფაქტობრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20 0 C ტემპერატურაზე; ჰ 28 ) ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია ქვევრში არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე; ჰ 29 ) ქიშმიში – მწიფე ყურძნის დეჰიდრატაციით მიღებული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება საკვებად და რომლის დაწურვა მეღვინეობის პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი მეთოდებით ან/და სპონტანური დადუღება შეუძლებელია; ჰ 30 ) ღვინის დისტილატი – ღვინის ფრაქციონირებული ან პირდაპირი გამოხდით მიღებული სპირტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ღვინის ნახადისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო; ჰ 31 ) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი), რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის, სპირტის ან/და ვაზის სამყნობი მასალის/ვაზის სარგავი მასალის წარმოებას ან/და რეალიზაციას; ჰ 32 ) ღვინო – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მიიღება მხოლოდ ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად; ჰ 33 ) ყურძენი – ვაზის მწიფე ნაყოფი; ჰ 34 ) ყურძნის ტკბილი – ყურძნის დაწურვით მიღებული თხევადი პროდუქტი; ჰ 35 ) ყურძნის წვენი – ყურძნის ტკბილისგან ან კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისგან მიღებული თხევადი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება; ჰ 36 ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (ალკოჰოლიანი სასმელი) − ღვინო, სპირტიანი სასმელი, ღვინისეული სასმელი; ჰ 37 ) ყურძნისეული წარმოშობის სპირტი (სპირტი) – ღვინის, ლექის, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით მიღებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტი; ჰ 38 ) ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი (სპირტიანი სასმელი) – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი: ბრენდი, ჭაჭის არაყი, მაგარი სასმელი; ჰ 39 ) შაქრიანობა – აღმდგენი შაქრების მასური კონცენტრაცია; ჰ 40 ) შემაგრებული ღვინო – ლიქიორული ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით; ჰ 41 ) შემჭკნარი ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება შემჭკნარი ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 16%-ს აღემატება, ხოლო სპირტშემცველობა 9%-ზე ნაკლები არ არის; ჰ 42 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1018); ჰ 43 ) შესაბამისობის სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს; ჰ 44 ) შეტყობინება – დადგენილი წესით ღვინის კომპანიის მიერ წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას; ჰ 45 ) შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 20 0 C ტემპერატურაზე 2,5 ბარზე ნაკლები არ არის; ჰ 46 ) ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის ან ღვინის პირველადი დუღილის ან ღვინის მეორეული დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 20 0 C ტემპერატურაზე 3 ბარზე ნაკლები არ არის; ჰ 47 ) წარმოების სპეციფიკაცია – საქპატენტში რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც აღწერს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ძირითად მახასიათებლებს, მათ შორის, ფიზიკურ, ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ თვისებებს, აგრეთვე პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისების ან რეპუტაციის გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივ გარემოსთან და ადამიანის ფაქტორთან კავშირს, წარმოების წესს და სხვა მახასიათებლებს; ჰ 48 ) წარმოშობის სერტიფიკატი – ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას; ჰ 49 ) ჭაჭის არაყი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება ჭაჭის დისტილატისგან და რომლის სპირტშემცველობა 40%-ზე ნაკლები არ არის; ჰ 50 ) ჭაჭის დისტილატი – გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს ფრაქციონირებული ან პირდაპირი გამოხდით მიღებული სპირტი, რომელიც გამოხდილია არაუმეტეს 86% სპირტშემცველობით და რომელსაც შენარჩუნებული აქვს ჭაჭის ნახადისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო. ჰ 51 ) ღვინისეული სასმელი − ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულობის არანაკლებ 50%-ს ღვინო შეადგენს და რომლის სპირტშემცველობა 3,5%-დან 14,5%-მდეა. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №192-სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.121 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5300 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3160 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. თავი II 1 . საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
