1.ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის, მათ შორის, ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, მადუღარი ტკბილის, მაჭრის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და სპირტიანი სასმლის, წარმოებას, შენახვას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს.
2.ეს კანონი განსაზღვრავს ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირების სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869-სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი II. ტერმინების განმარტება
