Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირება სავალდებულოა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას შეიძლება დაემატოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ნებადართული ინფორმაცია.
3.საქართველოში წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) პროდუქტის დასახელება; ბ) პროდუქტის ნომინალური მოცულობა; გ) პროდუქტის ფაქტობრივი სპირტშემცველობა; დ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, აგრეთვე აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოს სააგენტოს მიერ დამტკიცებულმა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანმა ან აბრევიატურამ; ე) სპეციალური ღვინის შემთხვევაში – შესაბამისი კატეგორიის დასახელება; ვ) პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება; ზ) პროდუქტის მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, თუ პროდუქტის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შემთხვევაში – იმპორტიორის დასახელება და მისამართი; თ) ლოტის ნომერი; ი) აღნიშვნა „შეიცავს სულფიტებს“, თუ 1 ლიტრ პროდუქტში სულფიტების შემცველობა 10 მილიგრამს აღემატება.
4.დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ თანამიმდევრულად უნდა იყოს მითითებული.
5.დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, მისი განთავსების ფორმის, ზომისა და ადგილის გათვალისწინებით, მომხმარებელი ალკოჰოლიანი სასმელის კატეგორიასთან დაკავშირებით შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4550 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.
These lawyers work in the legal area related to this article.
The article title is changed to 'Rules for Labeling Alcoholic Beverages' and clarifies requirements for information on labels, including producer/importer details.
—
Removal of clause 5 alters labeling requirements by removing an unspecified previously mandated element.
Mandatory information required on wine labels is redefined.
—