საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 112. გემის მოძრაობის წესების დარღვევა
გემის პორტში შესვლის ან პორტიდან გასვლის, გემის საპორტო წყლებში, მოძრაობის გამყოფ სისტემაში ან სპეციალურ დერეფანში მოძრაობის ან დგომის წესის ან გემში მგზავრთა ჩასხდომის, გემით მგზავრობის ან გემიდან მგზავრთა გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დარღვევა – გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
