1.ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, აგრეთვე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების დაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით წარუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
