საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 130. უბილეთო მგზავრობა
1. მგზავრების უბილეთო გაფრენა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.
2. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა: ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით; ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით; გ) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით; დ) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
4. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა: ა) მიწისზედა ელექტროტრანსპორტით (ტროლეიბუსი, ტრამვაი), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტროპოლიტენი), საბაგირო გზით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
