საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
For information only — not legal advice.
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 118 6 და 129 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 1 1 . სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. 1 2 . სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46 1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის, მასწავლებლის, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის) მიერ იმავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 1 3 . ამ მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 1 4 . არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 1 5 . ამ მუხლის 1 4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 118 6 და 129 1 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2 1 . საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2 2 . ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. (ამოღებულია - 30.11.2023, №3799) . 3 1 . საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3 2 . ამ მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
4. (ამოღებულია).
5. ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. 6 1 . ამ მუხლის 1 4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 6 2 . ამ მუხლის 1 5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
7. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანისას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმებით (AETR) გათვალისწინებული საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) არქონა/გათიშვა ან/და დაზიანებული საკონტროლო მოწყობილობით (ტაქოგრაფით) გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7 1 . საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) შემოწმების შედეგად გამოვლენილი სიჩქარის გადაჭარბება – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 7 2 . სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას ამ ტვირთის გადაზიდვაზე სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
8. საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის განმახორციელებელი საწარმოს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) წესების ან/და „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით საქმიანობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარამდე. შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, 1 1 , 1 4 , 1 5 და მე-6−მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით შეიცვლება.
2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის 1 2 ან 1 3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
3. ამ მუხლის 1 4 , 1 5 , 6 1 ან 6 2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებამდე შესაძლებელია უფლებამოსილმა პირმა სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანოს მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ან იგი გადაყვანილ იქნეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.
4. ამ მუხლის 2 1 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოსავლენად კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის კანონი №2148 – სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.143 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3769 – სსმ I, №45, 09.12.2006წ., მუხ.308 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4035 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.490 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5203 – ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4347 – ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5272 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7107 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4337 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი