საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 143. კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა
Consolidation №627 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე კავშირგაბმულობის სახაზო და საკაბელო ნაგებობების დაზიანება, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
