საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 173^2. სასამართლოს კერძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების გამო ზომების მიუღებლობა
თანამდებობის პირის მიერ სასამართლოს კეძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების განუხილველად დატოვება, ან მათში აღნიშნული კანონების დარღვევების თავიდან აცილებისათვის ღონისძიებათა მიუღებლობა, აგრთევე კერძო განჩინებაზე (დადგენილებაზე) ან წარდგინებაზე დაგვიანებული პასუხის გაცემა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991 წ., მუხ.378 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
