საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიერ, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში − მართლზომიერი მფლობელის მიერ შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე ამავე დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ვალდებულების, დადგენილი ტექნიკური მახასიათებლების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მიცემული გაფრთხილების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობაზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, თუ აღნიშნული წესის დაცვა სალიცენზიო/სანებართვო პირობის ნაწილია. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ავტოგასამართ სადგურზე ან ავტოგასამართ კომპლექსზე (ავტოგასამართ, აირგასამართ ან აირსავსებ სადგურზე). საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5614 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი