პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 27. 1 . ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა
ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6606- ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4622 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5615 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.
