საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 179^1. სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება
ძვირფასი ლითონების სინჯის გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, – გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის ათმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი. ძვირფასი ქვების გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, – გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 28 აპრილის ბრძანებულება №717 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1986 წ., მუხ.89 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1998 წლის 17 სექტემბრის კანონი №1573 – სსმ I, №2, 26.10.1998წ., მუხ.6 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №604 – სსმ I, №37,16.12. 2004 წ., მუხ.177
