საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 204. თანამდებობის პირთა უფლებამოსილება
1. თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, შეუძლიათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას განახორციელონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების დადება.
2. იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 თავი XVI. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
