საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, ამ სახეობის ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2.„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, ამ სახეობის ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით: ა) კონვენციის დანართებში შეტანილი ცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობისა) − 3 000 ლარიდან 4 000 ლარამდე; ბ) კონვენციის დანართებში შეტანილი არაცოცხალი სახეობისა (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახეობისა) – 3 000 ლარის ოდენობით; გ) დაუმუშავებელი სახით სპილოს მთლიანი ეშვისა ან მარტორქის მთლიანი რქისა − 5 000 ლარის ოდენობით; დ) კონვენციის დანართებში შეტანილი პრიმატის თითოეული ინდივიდისა − 3 000 ლარის ოდენობით; ე) კონვენციის დანართებში შეტანილი მტაცებელი ფრინველის თითოეული ინდივიდისა − 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4029 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი