1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.გარეული ცხოველის , მისი დერივატების ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის საჭიროა ნებართვა . ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა სამინისტროს მიერ მხოლოდ შემდეგი პირობების შესრულებისას : ა ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამის სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა , რომ ამგვარი ექსპორტი საფრთხეს არ უქმნის გარეულ ცხოველთა აღნიშნულ სახეობას ; ბ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ გარეული ცხოველი არ იყო შეძენილი ან მოპოვებული კანონის დარღვევით ; გ ) ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ნებისმიერი ცოცხალი გარეული ცხოველი მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად , რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაზიანების , ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი ; დ ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება , რომ ცოცხალი გარეული ცხოველის მიმღებს აქვს ცხოველის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობები ; ე ) სახელმწიფოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო რწმუნდება იმაში , რომ გაცემული იყო ნებართვა ამ გარეული ცხოველის იმპორტზე ; ვ ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ექსპორტის , იმპორტის , რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნებულია , რომ გარეული ცხოველი არ იქნება გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის .
3.გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტების ექსპორტზე , იმპორტზე , რეექსპორტზე და ტრანზიტზე საჭიროა სამინისტროს ლიცენზია , რომელიც გაიცემა მხოლოდ მაშინ , თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები : ა ) თუ პროდუქტის მოპოვებას არ მოჰყვა გარეული ცხოველის დაზიანება ან სიკვდილი ; ბ) თუ გაცემული იყო ამ პროდუქტის მოპოვების ლიცენზია. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120 თავი V. ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის ეკონომიკური რეგულირება
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
Stipulated that export/import of endangered species is permitted only if it's not for commercial purposes.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი