საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 82^4. თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა)
1. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ-მდე მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით.
3. სტაციონარული მოწყობილობის სამაცივრო სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა, რამაც 1 კგ ან 1კგ-ზე მეტი მაცივარაგენტის გაჟონვა გამოიწვია, − გამოიწვევს დაჯარიმებას მაცივარაგენტის თითოეულ გაჟონილ გრამზე 0,1 ლარით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნების გარდა, თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის სხვა მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა), − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4953 – ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3280 – ვებგვერდი, 05.07.2023წ .
