საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 89^2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა – გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში დაედო ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 220 ლარის ოდენობით. საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 – ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1358 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. მუხლი 89 3 . დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება 1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) – გამოიწვევს დაჯარიმებას 270 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
